ზურაბ რურუა: მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება
5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ რურუას განცხადებით, მათი სარჩელი სასამართლოში მყარი არგუმენტებითაა წარდგენილი, შესაბამისად, მმართველ გუნდს სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინი აქვს.
„ჩვენი სარჩელის საფუძველი იყო, კონსტიტუციის 23-ე მუხლი, რომელიც ირღვეოდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ამდენი წლის განმავლობაში. სწორედ ეს გახდა საფუძველი და არგუმენტი, რაც წარვადგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოში.
მრავალი წლის განმავლობაში გვესმოდა ხელისუფლების დამხობის, არეულობისკენ და დესტაბილიზაციისკენ მოწოდებები.
ვფიქრობთ, მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და, ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ზურაბ რურუამ.