1792952419
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: აშშ ირანს დღეს არ დაარტყამს
შეერთებული შტატები ირანზე დღეს იერიშს არ მიიტანს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„პასუხია - არა. დღეს დარტყმა არ განხორციელდება“, - უთხრა ტრამპმა თეთრი სახლის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს.
აშშ-სა და ირანს შორის ომში დაძაბულობა იზრდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არაერთხელ აფრთხილებს საზოგადოებას ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ, დაგეგმილი არჩევნების წინ.