Loading data...
ზურაბ რურუა: გერმანიის მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი, რაში იხარჯებოდა ფული საქართველოს მიმართ, საელჩო აფინანსებდა თუ არა რადიკალური დაჯგუფებების იმ ქმედებებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში

„გერმანიის მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რაში იხარჯებოდა ფული საქართველოს მიმართ“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზურაბ რურუა

იგი ამგვარად გამოეხმაურა გერმანიის ფედერალური მთავრობის უარს, გაამჟღავნოს ინფორმაცია რომელ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა მიზნით და რა თანხით აფინანსებდა.

„ყველა ვხედავთ დიდი ხნის განმავლობაში ელჩის აქტიურობას, როგორ იყო ჩართული ამ პროცესებში. გერმანიაში ერთ-ერთ ძლიერ ოპოზიციურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ნამდვილად აქვს ობიექტური კითხვები მის მიმართ. ამ ფაქტებით ზუსტად ის ფიქსირდება, რომ გერმანიის მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რაში იხარჯებოდა ფული საქართველოს მიმართ, საელჩო აფინანსებდა თუ არა რადიკალური დაჯგუფებების იმ ქმედებებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა რურუამ.