1789102701
პოლიტიკა
ზურაბ რურუა: ასეთ ცუდ მდგომარეობაში ოპოზიცია საქართველოს ისტორიას არ ახსოვს
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ რურუამ ოპოზიციაში არსებულ მძიმე ვითარებასა და მათ შორის მიმდინარე ურთიერთბრალდებებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი და ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია არ ახსოვს.
„ასეთ ცუდ მდგომარეობაში ოპოზიცია საქართველოს ისტორიას არ ახსოვს: ასე გამარგინალებული, ასეთ სავალალო მდგომარეობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად აფასებს ჩვენი საზოგადოება მათ ყველა მოქმედებას. ხან ნიკა გვარამიას 40 მილიონის დახარჯვას აბრალებენ, ის მერე თავს იმართლებს 10 მილიონი დავხარჯეო. მოკლედ, ასეთ ცუდ მდგომარეობაში არიან. მათი პატრონები მთავარი შემოქმედი პირები არიან და მათ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე“, - აცხადებს ზურაბ რურუა.