ზურაბ მახარაძე: მადლობა „ქართულ ოცნებას“ რომ შეცვალა პოზიცია და გაიხსნა სადებატო სივრცე
მადლობა „ქართულ ოცნებას“ რომ შეცვალა პოზიცია და გაიხსნა სადებატო სივრცე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძემ.
რაც შეეხება მიგრაციას თემას მახარაძემ საჯარო რეესტრის დოკუმენტები წარადგინა და დასვა კითხვა, საიდან მოხდა 465 ათასი ადამიანის გენერირება?
„2014 წელს, როდესაც ჩატარდა აღწერა ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა იყო 3 მლნ 700 ათასის ფარგლებში. 2024 წელს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა დაფიქსირდა 3 მლნ 900 ათასის ფარგლებში. ანუ ამ მოცემულობით გვიფიქსირდება 200 ათასი ადამიანით ზრდა, ოღონდ პარალელურად ამ 10 წლის განმავლობაში 265 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა, ვიდრე დაბრუნდა.
შევადაროთ საქართველოში დაბადებულთა და გარდაცვალებულთა რაოდენობა, აქ მატება არ გვაქვს. წესით, მათემატიკურად კლება უნდა გვქონოდა 265 ათასი, მატება გვაქვს 200 ათასი. ანუ ეს 465 ათასი ადამიანის გენერირება საიდან მოხდა?“ - განაცხადა მახარაძემ.