1751104294
პოლიტიკა
ზავრადაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: მოვუწოდებ, არ მიმართოს ისეთ რადიკალურ ქმედებებს, რომელიც ჯანმრთელობას დააზიანებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ისეთ რადიკალურ ქმედებებს არ მიმართონ, რომელიც მათ ჯანმრთელობას დააზიანებს.
„მე, როგორც ადამიანი, მოვუწოდებ, რომ ასეთი რადიკალური ქმედებები, რომელიც ჯანმრთელობას დააზიანებს, არ ქნას. რევოლუციის მოსახდენად აუცილებელი პირობები დღეს საქართველოში, „ქართული ოცნების“ პირობებში, არ არის და არც იქნება, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომლის მთავარი მიზანიც, კანონის მიღებიდან დაწყებული, ქმედებებით დამთავრებული, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებაა და მეტი არაფერი“, - აღნიშნავს ზავრადაშვილი.
შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძე ელენე ხოშტარიას შეუერთდა და პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო.