ზარქუა ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ბელადი ხომ იცით, თუ ის არ არის ე.წ. ალიანსის ხელმძღვანელი, სულის ჩამდგმელი, წინამძღოლი, არ კადრულობს და ეტყობა, ის გაებუტა ამათ
საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ოპოზიციური გაერთიანებების მთავარი საყრდენი კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ამომრჩეველია.
მისი თქმით, დანარჩენ ოპოზიციურ ჯგუფებს დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა არ აქვთ, ხოლო სხვადასხვა ალიანსში მიმდინარე უთანხმოებები საზოგადოების ინტერესის საგანს ნაკლებად წარმოადგენს.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აპრიორი საფუძველი უდევს „ნაცმოძრაობა“ და მათი ელექტორატი, რაც კიდევ შემორჩენილია, დაახლოებით 20%-მდეა სავარაუდოდ, საქართველოში. ბუნებრივია, მათ გარეშე დანარჩენი ალიანსი რას წარმოადგენს - არაფერს.
გვარამიამ რა ხმა უნდა აიღოს? ის გიჟი ცოლ-ქმარი რომ დარბის, ჩერგო და მისი ქმარი, ბელადი გაანაწყენეს. იმ ბელადს ხომ იცით, რომ თუ ის არ არის ე.წ. ალიანსის ხელმძღვანელი, სულის ჩამდგმელი, წინამძღოლი, არ კადრულობს და ეტყობა, ის გაებუტა ამათ.
გიმეორებთ, ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა ეს რვიანი, ცხრიანი და თხუთმეტიანები, მათთვის მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე როგორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე პასუხისმგებელი ვართ მმართველი პარტია“, - აღნიშნავს ზარქუა.