ზარქუა: BBC ის ორგანიზაციაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თქვა, სააკაშვილი მოწამლეს და კვდებაო, არცერთი ფაქტი არ დადასტურდა! აგერ, ჯიგარი ზის და იხდის სასჯელს
„BBC ის ორგანიზაციაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდებაო. სად არის? - არცერთი ფაქტი არ დადასტურდა. აგერ, ჯიგარი ზის ახლა და იხდის სასჯელს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ BBC-ის მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზარქუა აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია და სახელმწიფოს გაშავება არავის შერჩება.
„ბოდიში მოიხადეს? - არა. იმდენად შორს შეტოპეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უჩივის და მილიარდობით დოლარს სთხოვს საკომპენსაციოდ.
ჩვენთან მიმართებით სიუჟეტი გააკეთეს, სადაც ეყრდნობიან გარკვეულ ექიმებს (ჩახუნაშვილებს ვგულისხმობ) ესენი ამბობენ, რომ ჩვენ ასეთი არც დაგვიწერია და არც გვითქვამსო, ახლა უკვე უკან იხევენ.
ეს იყო მცდელობა, მორიგი ტალღა აეგორებინათ, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, თითქოს დაშლის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენა სახელმწიფომ. ეტყობა, ნაცებში ავერიეთ. არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის გაშავება, გამოძიება დაწყებულია და მივა ბოლომდე“, - აცხადებს ზარქუა.