Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7020 არი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1354 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1400 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულება 0.0637 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 3 დეკემბერს შევა ძალაში.