Loading data...
ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

საგარეო საქმეთა სამინისტრო

2025 წლის 6 აპრილს ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ერმეკ კოშერბაევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ერმეკ კოშერბაევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან.