Loading data...
ვოლსკი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს

„სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, არ შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს.

"რასაკვირველია, მე ძვირს ვერ ვიტყვი ვერცერთზე, ვინც იქ მუშაობდნენ, კარგი, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი პატრიოტი ადამიანები, თავის ქვეყნისა და კონსტიტუციის ერთგულები, მაგრამ სტრუქტურა იყო თვითონ არაკონსტიტუციური. ამ თემაზე დიდი ხანია საუბრები მიმდინარეობს.

რასაკვირველია, ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომელიც ჩამოყალიბდა ადგილობრივი არჩევნების დროს, მაგრამ რეალურად, ვალდებულება იმისა, რომ კონსტიტუციის შესაბამისობაში მოვიყვანოთ ყველაფერი, არის სავალდებულო.

სავალდებულოა, ვინაიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.