1763384625
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7085 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1424 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1462 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0640 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 18 ნოემბერს შევა ძალაში.