1762491565
პოლიტიკა
ვოლსკი: საბოტაჟის მუხლი, ხელის შეშლის, რევოლუციის ორგანიზების და ა.შ. ეს ის თემა არ არის, რომელიც პოლიტიკური ტრიბუნიდან უნდა გავარჩიოთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ქმედებები, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარდა, ყველამ იცის, რომ არ შეესაბამება იმ კანონს, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად დემოკრატიებში მოქმედებს.
„ყველამ იცის, მომხრემაც და მოწინააღმდეგემაც, რა ხდებოდა და ზუსტად იცის, რომ ეს ქმედებები არ შეესაბამება იმ კანონს, რომელიც არა მარტო ჩვენთან, ზოგადად დემოკრატიებში მოქმედებს. საბოტაჟის მუხლი, ხელის შეშლის, რევოლუციის ორგანიზების და ა.შ. ეს ის თემა არ არის, რომელიც პოლიტიკური ტრიბუნიდან უნდა გავარჩიოთ. მაგრამ, ფაქტია, რომ უცნობი არაფერი არ არის“, - აღნიშნავს ვოლსკი.