1767783937
პოლიტიკა
ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, შობის თარიღებით სპეკულაცია ხალხის დაყოფასა და დაპირისპირებას ემსახურება.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზოგადოების ფენის შექმნა სურს, რომელიც ყველაფერ ქართულს დაუპირისპირდება.
„7 იანვარი სწორედ ის კალენდრით დადგენილი დღეა, როდესაც შობას ზეიმობს ქვეყნების გარკვეული ნაწილი. სავსებით შეგნებით და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ დღეს. სააკაშვილმა ეს კარგად იცის, მაგრამ მისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას. საზოგადოების გარკვეული ფენის შექმნა არის მისი იდეა, რომელიც დაუპირისპირდება ყველაფერს, რაც ქართულია, რაც ტრადიციულია“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი.