1767785442
პოლიტიკა
ვოლსკი: პატრიარქის ეპისტოლეში სწორი აქცენტებია, დეზინფორმაცია, რომელმაც წალეკა მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი, არის სწორედ ის, რაც ხელს უშლის საზოგადოების სიმშვიდეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლე საკაცობრიო ფასეულობებს ქადაგებს, როგორიცაა სიყვარული, ურთიერთგაგება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეპისტოლეს მთავარია ხაზია, რომ მსოფლიოში არსებულ ურთულეს ვითარებაში ადამიანებმა ერთმანეთთან საუბრის გზა უნდა გამონახონ.
„პოლიტიკური თვალსაზრისითაც შეგვიძლია, გავაანალიზოთ და სწორი აქცენტებია გაკეთებული. დეზინფორმაცია, რომელმაც წალეკა მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი – ეს არის სწორედ ის, რაც ხელს უშლის საზოგადოების სიმშვიდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.