Loading data...
ვოლსკი ოპოზიციაზე - „არსებობს კიდევ სცენარი, რომელიც ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ინსტრუქციის სახით მიიღონ“

„არსებობს პოლიტიკიდან საერთოდ გასვლის, პოლიტიკურ ველზე ადგილის დაკარგვის და პარტიზანულ, რევოლუციურ ჯგუფად ჩამოყალიბების რეალური პერსპექტივა და ამასაც უფრთხიან“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, არსებობს კიდევ სცენარი, რომელიც ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ინსტრუქციის სახით მიიღონ. 

„არსებობს პოლიტიკიდან საერთოდ გასვლის, პოლიტიკურ ველზე ადგილის დაკარგვის და პარტიზანულ, რევოლუციურ ჯგუფად ჩამოყალიბების რეალური პერსპექტივა და ამასაც უფრთხიან. გარდა ამისა, არსებობს კიდევ სცენარი, რომელიც ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში შესაძლოა ინსტრუქციის სახით მიიღონ, როდესაც ესენი თითქოს ერთმანეთს ეკამათებიან, რაღაც სხვადასხვა პოზიციაზე არიან, მაგრამ რეალურად მთავარი თემა რაც არის, ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამხობა, დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში მოსვლა იმ პირობებით, რომელიც დააკმაყოფილებს მათ საზღვარგარეთელ პატრონებს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.