Loading data...
ვოლსკი: ლომჯარიას ფრთიანი გამოთქმა, რომ ჯობია ბომბები გვეცემოდეს თავზე, ვიდრე შერცხვენილები ვიყოთ და არ ვიყოთ ომში ჩართულები, რასაკვირველია, დღის წესრიგში დგას და კონკრეტულ ამოცანას ემსახურება

ნინო ლომჯარიას ფრთიანი გამოთქმა, რომ ჯობია ბომბები გვეცემოდეს თავზე, ვიდრე შერცხვენილები ვიყოთ და არ ვიყოთ ომში ჩართულები, რასაკვირველია დღის წესრიგში დგას და კონკრეტულ ამოცანას ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ საელჩოში ნინო ლომჯარიასა და ელჩის ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე არაა, არამედ განიხილება ის, თუ როგორ შეიძლება დაზიანდეს სრულიად საქართველო.

„ეს არ არის მხოლოდ გამოთქმა, ეს არის გეგმა, რომელსაც მიყვება ნინო ლომჯარია და ის გუნდი, რომელსაც ჩვენ ექსტრემისტებს, უსამშობლოებს ვუწოდებთ.

საუბარი არ არის მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ზოგადად ფართო სპექტრი განიხილება იმაზე, რა რესურსით შეიძლება საქართველოს ხელისუფლება და მთლიანად საქართველო დაზიანდეს.

როგორ შეიძლება ქვეყანაში ისეთი თანხები შემოვიდეს, რომელიც ექსტრემისტების აქტივობების განვითარებას მოხმარდება, როგორ განვითარდეს რევოლუციის სცენარი, როგორ მოვიდეს ხელისუფლებაში მარიონეტული ხელისუფლება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.