Loading data...
ვოლსკი ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღებაზე: თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში

თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც დეპუტატი გამოეხმაურა ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღების საკითხს.

„თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში. თითს უქნევენ გარედან საქართველოს, თითქოს მას გარკვეული კავშირები გააჩნია დასანქცირებულ რუსეთთან და ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას. ესაა მათი მიზანი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.