Loading data...
ვოლსკი გრანტების შესახებ კანონზე: არც ეს კანონი არის იმ სტანდარტისგან შორს, რომელიც დემოკრატიას ახასიათებს, თანამშრომლობა არის ჩვენი მოთხოვნა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო კონკრეტული კანონებით უპირისპირდება იმას, რომ გარედან შემოსული თანხების დახმარებით ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარდა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დემოკრატიის სტანდარტებისგან შორს არ არის.

„ცეცხლი დაანთეს ამ თანხების მეშვეობით რუსთაველზე, რევოლუციური პროცესი განავითარეს და რასაკვირველია, ამას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო კონკრეტული კანონებით. მრავალმილიარდიანი ფინანსური რესურსების მობილიზება, იმისთვის რათა განავითარონ ის ანტაგონიზმი, რომელიც გარკვეულ დონეზე უკვე შეძლეს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არც ეს კანონი არის იმ სტანდარტისგან შორს, რომელიც დემოკრატიას ახასიათებს. თანამშრომლობა არის ჩვენი მოთხოვნა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

საკანონმდებლო ორგანო კანონში ცვლილებებისა და მისი თანამდევი კანონპროექტების განხილვას მომდევნო კვირიდან დაიწყებს.