Loading data...
ვოლსკი: ელენე ხოშტარია კანონის დარღვევაზე განზრახ წავიდა და ამავე დროს, რუსეთის ბიუჯეტიდან კვლავ ერიცხება უშველებელი თანხა

„ელენე ხოშტარია კანონის დარღვევაზე წავიდა განზრახ და ამავე დროს [რუსეთის] ბიუჯეტიდან კვლავ ერიცხება უშველებელი თანხა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავს დემოკრატიისა და ევროკავშირის პრინციპების დამცველად აჩვენებს, თუმცა მისი რეალური ქმედებები ზუსტად, ევროინტეგრაციის პროცესის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

„რუსეთს არ აწყობს საქართველოს და ევროკავშირის დაახლოება. რაც უფრო მეტი იქნება წინააღმდეგობა, მისთვის პოლიტიკურად უკეთესია. რატომ არ უნდა იყოს საეჭვოდ განხილული ის გარემოება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ელენე ხოშტარია, რომელიც დემოკრატიული დასავლეთის თუ ევროკავშირის პრინციპების სადარაჯოზე დგას, მოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესის საწინააღმდეგოდ; კანონის დარღვევაზე წავიდა განზრახ და ამავე დროს [რუსეთის] ბიუჯეტიდან კვლავ ერიცხება უშველებელი თანხა, რომელიც აჭარბებს 100 000$-ს“, - აცხადებს ვოლსკი.

ელენე ხოშტარია შსს-მ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავა.