Loading data...
ვოლსკი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა

არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტს.

„ეს არის ის ტრენდი, რომელიც შეიქმნა საქართველოში რევოლუციის ორგანიზებისათვის და რომელსაც კარნახობს დღენიადაგ ჩვენთან არსებული მეხუთე კოლონა იმ „დიფ სთეითს“, რომელიც მათ ეხმარება ამ ექსტრემისტული პროცესების განვითარებაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.