1768543592
პოლიტიკა
ვოლსკი BBC-ზე: საქართველოსთან მიმართებით აგდებული დამოკიდებულება აქვს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, BBC-ის სტატიას პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს, რომლის შინაარსიც, მისი შეფასებით, ბოროტ მიზნებს ემსახურება.
„საქართველოსთან მიმართებით აგდებული დამოკიდებულება აქვს, თანაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება. არ არსებობს სიუჟეტის ის ნაწილი, რომელიც, თითქოს ლაბორატორიული კვლევის ნიმუშს აშუქებს.
თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ბოროტ მიზანზე გათვლილი სიუჟეტი. საქართველოს იმედი აქვს, რომ სამართლებრივ სივრცეში, კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“, - აღნიშნავს ვოლსკი.