ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში, ამიტომ ისინი ცდილობენ, მიიღონ დავალებები და დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან

ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში, ამიტომ ისინი ცდილობენ, მიიღონ დავალებები და დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიცია გარედან ელოდება ინსტრუქციებს.
„ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში, ამიტომ ისინი ცდილობენ, მიიღონ დავალებები და დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან. როგორც ჩანს, ისინი გარედან ელოდებიან ინსტრუქციებს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, რა ფორმითაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, გაერთიანებულები გამოვლენ თუ ცალ-ცალკე გამოვლენ, ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავამარცხოთ რადიკალური ოპოზიცია“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.