1791799068
პოლიტიკა
ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია
ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვო თჰი ან სუანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვო თჰი ან სუანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან, და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.