Loading data...
ვატო შაქარიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: დიპლომატიას კი არა, საერთოდ ყოველგვარ მორალურ ზღვარს არის გაცდენილი, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი გვემუქრება, რომ დაგვაბრუნებს სამოქალაქო ომში, ეს არის წარმოუდგენელი მოცემულობა

„დიპლომატიას კი არა, საერთოდ ყოველგვარ მორალურ ზღვარს არის გაცდენილი, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი გვემუქრება, რომ დაგვაბრუნებს სამოქალაქო ომში“, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

შაქარიშვილის თქმით, ეს არის წარმოუდგენელი მოცემულობა.

„უკიდურესად სამარცხვინო განცხადებაა. დიპლომატიას კი არა, საერთოდ ყოველგვარ მორალურ ზღვარს არის გაცდენილი, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი გვემუქრება, რომ დაგვაბრუნებს სამოქალაქო ომში. ეს არის წარმოუდგენელი მოცემულობა. ეს ხომ არ არის ერთი ფიზიკური პირის, პაველ ჰერჩინსკის პოზიცია, ეს არის ევროკავშირის პოზიცია. გაერთიანების, რომლისკენ მისწრაფებაც ჩვენ კონსტიტუციურ დოგმად გვაქვს განსაზღვრული, სამწუხაროდ“, - აღნიშნა მან.