Loading data...
ვასილ მაღლაფერიძე - მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს

„ვინც დაიჯერებს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო მორყეული, მას იმის დაჯერებაც მოუწევს, რომ დამხობის ორგანიზატორებმა ამის შესახებ იცოდნენ და ადამიანები განზრახ წაიყვანეს ორბელიანზე!“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაღლაფერიძე წერს, ვინც იმას ამტკიცებს, რომ ორგანიზატორებმა იცოდნენ და განზრახ წაიყვანეს აქცია ორბელიანისკენ, ამით, სინამდვილეში, სწორედ დამხობის ორგანიზატორებს აბრალებს მოღალატეობას.

„ამას წყალი არ გაუვა, 2×2=4 !!!

მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს.

როგორც ჩანს, ამ ჩაფლავებული დამხობის რეალური დირიჟორები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩრდილში რჩებიან, დაფრთხნენ, მოღალატის ძებნაში ემანდ ჩვენ არ გამოგვთხარონო და ამიტომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულატორთა კლასტერს ამჯერად „მორყეული ღობის“ თემის აგორება შეუკვეთეს, რათა ამ საქმიდან თავად სუფთად გამოძვრნენ, ხოლო დამხობის ჩაფლავება და ღალატი კი მთლიანად თვითგამოცხადებულ ორგანიზატორებს შეეტენოთ! ხოლო ის ავად სახსენებელი ჩრდილოვანი დირიჟორები რომ ნამდვილად არსებობენ, ვის იმედადაც ამ ბედდამწვარმა ორგანიზატორებმა ეს ავანტურა წამოიწყეს, ამას ხომ წყალი არაფრით გაუვა!“ – წერს ვასილ მაღლაფერიძე.