Loading data...
ჩრდილოეთ კორეამ პირველად წარმოადგინა საკონტინენტთაშორისო რაკეტა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ 11 ოქტომბერს პირველად ორი წლის განმავლობაში ფხენიანი დიდი სამხედრო აღლუმი ჩაატარა და იქ ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტა წარმოადგინა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ რაკეტას „ხვასონ-20“ უწოდა და ის ყველაზე ძლიერ სტრატეგიულ ბირთვულ იარაღად გამოაცხადა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები უნდა იქცეს დაუმარცხებელ გაერთიანებად, რომელსაც ნებისმიერი საფრთხის განადგურება შეუძლია.

აღლუმი კიმ ირ სენის სახელობის მოედანზე გაიმართა და ის ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის 80 წლის იუბილესადმი იყო მიძღვნილი, მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და ვიეტნამის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ტო ლამი.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, „ხვასონ-20“-ის ფრენის მანძილი მას შესაძლებლობას აძლევს, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული მიზნები გაანადგუროს. ამ რაკეტის გარდა, ჩრდილოეთ კორეის ჯარმა აღლუმზე სხვა შეიარაღებაც წარმოადგინა, კერძოდ ჰიპერბგერითი რაკეტები.

თავის გამოსვლაში კიმ ჩენ ინმა „გმირულ საბრძოლო სულზე“ და გამარჯვებაზე საუბრობდა, რასაც ჩრდილოეთ კორეის ჯარმა საზღვარგარეთ არსებულ ფრონტის ხაზზე მიაღწიეს. ბოლოს მსგავსი მასშტაბის სამხედრო აღლუმი ჩრდილოეთ კორეაში 2023 წელს გაიმართა.