Loading data...
ვახტანგ ჩოჩია: სცენარი, რომლითაც ოპოზიცია და ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიდიან, წინასწარ იყო გათვლილი

„სცენარი, რომლითაც ოპოზიცია და ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიდიან, წინასწარ იყო გათვლილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს და ცდილობენ საკუთარ გაწერილ სცენარში ჩაითრიონ.

ვნახეთ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის გეგმები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად იყო ყველაფერი გაწერილი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სცენარი, რომლითაც მიდიან ოპოზიცია და ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინასწარ იყო გათვლილი. შესაბამისად, ეს პირველ რიგში, მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საზოგადოებას ატყუებენ და ცდილობენ, რომ საკუთარ გაწერილ სცენარში ჩაითრიონ ქართული საზოგადოება. მეორეს მხრივ მიუღებელია იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი და ისინი ცდილობენ, რომ ასე მავნებლურად ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში“, - აღნიშნავს ჩოჩია.