უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი უნგრეთის სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს

უნგრეთის პრეზიდენტის ტამაშ შუიოკის გადაწყვეტილებით, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი უნგრეთის სახელმწიფო ჯილდოზე - „უნგრეთის ღირსების ორდენის მეთაურის ჯვარი“ წარადგინეს.
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში გაიმართა.
საქართველოს ელჩს ჯილდო უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ბოგლარკა ილეშმა გადასცა.
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა, ბოგლარკა ილეშმა და სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ადამ შტიფტერმა, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ელჩის განსაკუთრებულ წვლილს.
დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის პირისპირ შეხვედრა სახელმწიფო მდივან ბოგლარკა ილეშთან.
თამარ ლილუაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობას საპატიო ჯილდოსა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.