Loading data...
„უმსგავსო და გაუმართლებელი საქციელი“ - უსუფაშვილი ელისაშვილის ქმედებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით უსუფაშვილი გაუმართლებელს უწოდებს მისი კოლეგის, ალეკო ელისაშვილის მხრიდან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან მამუკა მდინარაძეზე ფიზიკურ თავდასხმას.

„ბატონი მომხსენებელი ყველაზე მეტად დაიღალა და დაზარალდა ერთი ჩვენი კოლეგის უმსგავსო და გაუმართლებელი საქციელით, რაც არა მგონია, ორ აზრს იწვევდეს, მაგრამ ამასთანავე, მისი არასწორი საქციელი არაფერს არ ნიშნავს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.