Loading data...
დონალდ ტრამპს, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ლიდერებმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს და განაცხადეს, რომ სხვა საკითხებთან ერთად ბირთვულ განიარაღებასა და რუსეთ-უკრაინის ომზე იმსჯელებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იყო.