თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი: ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მიხეილ ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის
„ჩვენს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა“, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი ავრცელებს.
„მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჩვენი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს დაღუპული ჯარისკაცების გამო სამძიმარი გამოუცხადა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
Cumhurbaşkanımız Sayın Recep Tayyip Erdoğan, Gürcistan Cumhurbaşkanı Mikheil Kavelashvili ile bir telefon görüşmesi gerçekleştirdi.
— T.C. İletişim Başkanlığı (@iletisim) November 12, 2025
Görüşmede Gürcistan’da düşen askeri kargo uçağımız ile ilgili başlatılan kaza kırım çalışmaları ve son gelişmeler ele alındı.
Cumhurbaşkanımız…