Loading data...
წილოსანი ზურაბიშვილზე: მიკროფონი ვერ ჩაურთეს, ხოშტარიას და ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს

ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფონი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიასა და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.

„29-მდე შეიძლება შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ - 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი. იცით თურმე რას უმტკიცებენ? შენ დანიშნე, გაქვს უფლებაო. ისევ ჩვენი საპატრონო უნდა გახდეს...“, - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.