Loading data...
წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება

„რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების შანსებს - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, იქნება რაციონალური გადაწყვეტილება. ახლა, როცა ყველა პოლიტიკური ციკლი ფაქტობრივად დასრულებულია და მომდევნო სამ წელიწადში საარჩევნო პროცესი არ არის, ტემპერატურის ხელოვნურად აწევა არაფერს ვერ გამოიღებს - არც მათთვის და არც ამ ჯაშუშების პატრონებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

„მოთხოვნა ამ ჩვენი ჯაშუშების მხრიდან, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, ვის მიემართება? ჩვენ, როგორც ხალხის დაკვეთის შემსრულებლები, მზად ვართ ყველანაირი სასჯელი მივიღოთ და, ფაქტობრივად, თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა სანქციის ქვეშაა - ეს არ გვაშინებს, რადგან ზურგს გვიმაგრებს ხალხი. მაგრამ მოთხოვნა, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს ქართველ ხალხს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაწყვეტილი აქვთ კავშირი ხალხთან და არ ერიდებიან საკუთარი ბოღმის ხალხზე ამოფრქვევას - ქართველების დასჯას.

რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების შანსებს - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, იქნება რაციონალური გადაწყვეტილება. ახლა, როცა ყველა პოლიტიკური ციკლი ფაქტობრივად დასრულებულია და მომდევნო სამ წელიწადში საარჩევნო პროცესი არ არის, ტემპერატურის ხელოვნურად აწევა არაფერს ვერ გამოიღებს - არც მათთვის და არც ამ ჯაშუშების პატრონებისთვის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რამდენად უსამართლოდ კრიტიკულიც არ უნდა იყოს დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, მგონია, რომ არ გადავლენ ხალხის დასჯაზე - ეს უკვე დაპირისპირების ის ზღვარია, რომელიც ძალიან გაანაწყენებს ქართველ ხალხს და იქნება ძალიან რთული“, - აცხადებს ნინო წილოსანი.