1772523604
პოლიტიკა
წილოსანი ოპოზიციაზე: მე კითხვას დავსვამ, როდის დაიშალნენ, რომ ახლა გაერთიანდნენ? მათ სხვადასხვა სახელი დაირქვეს, რომ ამომრჩეველი შეცდომაში შეეყვანათ
მე კითხვას დავსვამ, როდის დაიშალნენ, რომ ახლა გაერთიანდნენ? „ნაცმოძრაობა“ არც არასდროს ყოფილა ცალ-ცალკე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციის ნაწილის განცხადებას გაერთიანების შესახებ.
მისი თქმით, ისინი ფორმალურად გაიყვნენ ამომრჩევლის შეცდომაში შესაყვანად.
„ეს იყო უბრალოდ ფორმალობა, მათ სხვადასხვა სახელი დაირქვეს, რომ ამომრჩეველი შეცდომაში შეეყვანათ. ახლა მათი ერთადერთი სურვილია, რომ ახალი სული შთაბერონ მათ ბოროტ მიზნებს, თუმცა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დამნაშავეა ქართველი ხალხის წინაშე და რომელიც სრულიად ანტიქართულ მიზნებს ატარებს, არასდროს ექნება შანსი რომ გაერთიანდეს“, - განაცხადა წილოსანმა.