Loading data...
წილოსანი ევროკავშირზე: მათ არ შეუძლიათ მიიღონ კრიტიკა, რომელიც ობიექტურია

მან [კაია კალასი] თქვა, რომ თუ ისეთი დიდი და ძლიერი ხარ, როგორც აშშ, შეგიძლია ისაუბრო პრობლემებზე, მაგრამ თუ საქართველო ხარ, მაშინ თურმე, არ გქონია უფლება, რასაც ხედავ ევროკავშირის შემთხვევაში, ამ ხარვეზებზე ისაუბრო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა. 

„ეს არის ზუსტად თავი და თავი იმ პრობლემის, რომელიც ბრიუსელის თავს ხდება, მათ არ შეუძლიათ მიიღონ კრიტიკა, რომელიც ობიექტურია“, - აღნიშნა წილოსანმა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ ყველა არასერიოზული ბრალდება აგენტურის გაძლიერებას ემსახურება.

„ამ ტურბულენტობაში ვიქნებით ალბათ, ვიდრე უკრაინის ომი არ დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ალბათ ლოგიკურია გავიგოთ იგივე ბრალდებები და იგივე არასერიოზული კრიტიკა, რომელიც აქამდე ისმოდა. ეს ყველა განცხადება მიემართება მათი ადგილობრივი აგენტურის მხარდასაჭერად. ეს აგენტურა წარმოდგენილია, როგორც პოლიტიკაში, „ნაცმოძრაობისა“ და მისი შვილობილი პარტიების სახით, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც წლები აფინანსეს და საკმაოდ გააძლიერეს“, - დასძინა წილოსანმა.