1734933738
პოლიტიკა
ტრამპი: ვაპირებთ, შევაჩეროთ ეს ტრანსგენდერული სიგიჟე, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, პირველივე დღეს, ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით.
„პირველივე დღიდან ვაპირებთ, შევაჩეროთ ეს ტრანსგენდერული სიგიჟე. მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს ბავშვთა სქესობრივ დასახიჩრებაზე, ტრანსგენდერს მოვაშორებ შეიარაღებული ძალებიდან, დაწყებითი, საშუალო და დამამთავრებელი კლასებიდან“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ის ასევე აკრძალავს ქალთა სპორტულ სახეობებში მამაკაცების მონაწილეობას.
„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი“, - დასძინა ტრამპმა.