Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის ინიციირება რომ მოხდებოდა, ეს არის ერთ-ერთი დაპირება და იმავდროულად, დაკვეთა საზოგადოების მხრიდან

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის ინიციირება რომ მოხდებოდა, ეს არის ერთ-ერთი დაპირება და იმავდროულად, დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მმართველ გუნდს განცდა აქვს იმისა, რომ ამ პროცესს არამხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გულშემატკივრობს.

„ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელშიც ჩვენ ვართ შესულები, ვგულისხმობ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, ჩვენი მხრიდან რომ ამის ინიციირება მოხდებოდა, ეს არის ერთ-ერთი დაპირება და იმავდროულად, დაკვეთა საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გვაქვს განცდა იმისა, რომ ამ პროცესს გულშემატკივრობს არამხოლოდ ის მილიონზე მეტი ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, არამედ წეღან იყო საუბარი წარსულში სხვა პარტიების ამომრჩევლებზე, მათ შორის არის ამ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ვინაიდან რჩება განცდა იმისა, რომ ძალიან გაბრაზდნენ თუნდაც იმ პარტიებზე, რომლებმაც ხელცარიელი დატოვეს საკუთარი ამომრჩეველი იმით, რომ უარი თქვეს საპარლამენტო ცხოვრებაზე“, - აღნიშნა მან.