Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი რადიკალებზე: როგორც კი, საზოგადოება იგებს, რაში იღებდნენ ისინი კონკრეტულ დაფინანსებას, მაშინვე წყალი უდგება ყველა იმ ნარატივს, რომლებიც შეიძლება მიანიშნებდეს და მოასწავებდეს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს

„როგორც კი, საზოგადოება იგებს, რაში იღებდნენ ისინი კონკრეტულ დაფინანსებას, მაშინვე წყალი უდგება ყველა იმ ნარატივს, რომლებიც შეიძლება მიანიშნებდეს და მოასწავებდეს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა რადიკალებზე საუბრისას.

მისი თქმით, ისინი მუდმივად იმით იყვნენ დაკავებულები, რომ ეკეთებინათ უცხოური საქმე და, ამავდროულად, სამწუხაროდ, ანტიეროვნული და ანტიქართული საქმე.

„ეს იყო პირდაპირი საფრთხე მათი ანტიქართული საქმიანობისათვის, იმიტომ, რომ როგორც კი ყველაფერი ხელისგულზე გამოდის, როგორც კი გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით, საზოგადოება იგებს, რაში იღებდნენ ისინი კონკრეტულ დაფინანსებას, მაშინვე წყალი უდგება ყველა იმ ნარატივს, რომლებიც შეიძლება მიანიშნებდეს და მოასწავებდეს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს. პირიქით, ისინი დღენიადაგ დაკავებულები იყვნენ იმით, რომ ეკეთებინათ უცხოური საქმე და, ამავდროულად, სამწუხაროდ, ანტიეროვნული, ანტიქართული საქმე“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.