თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარე დაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
„რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არამც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
თორნიკე ჭეიშვილი ასე აფასებს აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას.
„მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მთავარი არის ის, რომ დღეს საქართველოში მოქმედებს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის სრულ შესაბამისობაში მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან და ხშირ შემთხვევაში არის იმაზე უფრო მეტად რბილიც კი, ვიდრე შეიძლება, ვიხილოთ სხვადასხვა, თუნდაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.