Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6278 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6281 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9849 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9955 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0555 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 ივლისს შევა ძალაში.