1749314203
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: მნიშვნელოვანია, თითოეულ დიპლომატს კარგად ჰქონდეს გააზრებული, რომ ერთ-ერთი უპირველესი, რაზეც შეიძლება იყოს დამყარებული თანამშრომლობა, ეს არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა

მნიშვნელოვანია, თითოეულ დიპლომატს კარგად ჰქონდეს გააზრებული, რომ ერთ-ერთი უპირველესი და ქვაკუთხედი, რაზეც შეიძლება იყოს დამყარებული თანამშრომლობა და დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
„თუკი მათ სურთ რეალურად პოზიტიური წვლილი შეიტანონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, ეს უნდა გაკეთდეს არა შიდა საქმეებში ჩარევით, არამედ შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით და ზოგადად, იმ ფორმატების გამოყენებით, რომელიც თანხვედრაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და შესაბამის პრინციპებთან“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.