თორნიკე ჭეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე: ახლოს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი, მწარე მარცხი და ახლა ცდილობენ როგორღაც ეს ღვარძლი და ბოღმა მელიქიშვილის გამზირზე ანთხიონ

„ახლოს არის მათი მორიგი, მწარე, კრიტიკული მარცხი და მათ შავბნელ მიზნებს განხორციელება არ უწერია. ახლა ცდილობენ როგორღაც ეს ღვარძლი და ბოღმა მელიქიშვილის გამზირზე ანთხიონ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე.
„საქმე გვაქვს მიზანმიმართულ პროვოკაციასთან, რომელიც პირდაპირ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ხელი შეეშალოს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ასევე ვიხილეთ ვანდალური აქტები რადიკალების მხრიდან, რაც ასევე არის სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება. ახლოს არის მათი მორიგი, მწარე, კრიტიკული მარცხი და მათ შავბნელ მიზნებს განხორციელება არ უწერია. ახლა ცდილობენ როგორღაც ეს ღვარძლი და ბოღმა მელიქიშვილის გამზირზე ანთხიონ“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.