1793162781
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე: ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებს და სამართლებრივ არგუმენტებს ეფუძნება.
„გრძელდება ახსნა-განმარტებების ეტაპი და სავარაუდოა, რომ ჩვენ კვლავაც ვიხილავთ არაერთ დემაგოგიურ განცხადებას, არაერთ მიზანმიმართულ მცდელობას, რომ მოხდეს ფაქტების დამახინჯება. კიდევ ერთხელ ჩვენი სიმართლით წარვდგებით საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია, არავის, ვინც არის დაინტერესებული პირი, არ დარჩება კითხვის ნიშანი იმასთან მიმართებით, რომ ჩვენი სარჩელი არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან მყარ მტკიცებულებებზე, ძალიან მყარ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.