Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: რჩევა იქნებოდა ის, რომ ფსევდოანალიტიკური საქმიანობიდან მართლაც ცენტრალურ საკითხებზე მოეხდინა მას ყურადღების კონცენტრირება, რადგან საზოგადოებაში კითხვები სავსებით ლეგიტიმურად არსებობს

„წერილიდან წერილამდე, ფაქტობრივად იკვეთება ის პოლიტიკური დეკადანსი და დაღმა სვლა, რომელსაც განიცდის ბატონი ღარიბაშვილი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილი საზოგადოებას მდარე ხარისხის ანალიტიკას სთავაზობს.

„წერილიდან წერილამდე, ფაქტობრივად იკვეთება ის პოლიტიკური დეკადანსი და დაღმა სვლა და შესაბამისი დიაპაზონი ამისა ძალიან მაღალ ხარისხში, რომელსაც განიცდის ბატონი ღარიბაშვილი. ფაქტია, რომ მან ამ შემთხვევაში საზოგადოებას შესთავაზა, ძალიან არადამაჯერებელი, მდარე ხარისხის ანალიტიკა და როგორც ჩანს, ის ამით შეეცადა, რომ გაქცეოდა და გადაეფარა, ისევ და ისევ, ცენტრალური საკითხი და კითხვა, თუ საიდან და როგორ აღმოჩნდა მის ხელში შესაბამისი დიდძალი ქონება, ფულადი თანხა, ეს არის აბსოლუტურად პასუხგაუცემელი კითხვები.

რჩევა იქნებოდა ის, რომ ამ ფსევდოანალიტიკური საქმიანობიდან მართლაც ცენტრალურ საკითხებზე მოეხდინა მას ყურადღების კონცენტრირება, რადგან საზოგადოებაში ეს კითხვები სავსებით ლეგიტიმურად არსებობს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.