Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად, დაუფარავად საუბრობს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარე ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვა

ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად, დაუფარავად საუბრობს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარე ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვა და ამის პრევენცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ქართული-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის კონტექსტში უნდა იყოს განხილული.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ პოზიტიურ იმპულსებს, მათ შორის საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებს.

„ეს გვაძლევს იმედს იმისა, რომ ძალიან მალე გვექნება გაცილებით უფრო კონკრეტული და ხელშესახები შედეგები იმ გზაზე, რასაც ურთიერთობების გადატვირთვა და სტრატეგიული თანამშრომლობის სრული მასშტაბით განახლება ჰქვია“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო განაგრძობს თავისი სუვერენიტეტის დაცვას ყოველგვარი კომპრომისების გარეშე და ამ საკითხში „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.