1790367519
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ იხილა, როგორ დამარცხდა ეს ყალბი რევოლუციური პათოსი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი, პროტესტის მონაწილეების მხრიდან თავიანთი აქტივიზმის ფსევდოსაკრალურ პრიზმაში გადაყვანის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, საზოგადოებამ უკვე მკაფიოდ იხილა, თუ როგორ დამარცხდა ყალბი რევოლუციური პათოსი.
„ეს არის მცდელობა რადიკალების, ექსტრემისტების მხრიდან, რომ ერთგვარ ფსევდოსაკრალურ პრიზმაში გადაეყვანათ საკუთარი აქტივობა. ვითომდა უწყვეტი პროტესტი, ტაბუდადებული თემები, დოგმები, რომლითაც ისინი არიან შეპყრობილები. რაც მთავარია, ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ ის, თუ როგორ დამარცხდა საერთო ჯამში ეს ყალბი რევოლუციური პათოსი“, - განაცხადა ჭეიშვილმა.