თორნიკე ჭეიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.
ჭეიშვილის თქმით, რამდენჯერაც ისინი შეეცადნენ, რომ აღნიშნული საერთაშორისო ინსტანცია გამოეყენებინათ, ტრადიციულად, იმდენჯერ ფიასკოთი დამთავრდა ეს მცდელობა.
„უპირველესად, უნდა დავიწყოთ იმით, რომ ვიდრე გადაწყვეტილება არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით, მით უმეტეს ჩვენი მხრიდან, აბსოლუტურად არ არის რელევანტური, არც არის სწორი და კორექტული, ვისაუბროთ რაღაც შემდგომ პერსპექტივებზე, სად ვინ რას გაასაჩივრებს, თუ ა.შ.
ზოგადად, სტრასბურგთან მიმართებით ერთს გეტყვით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ არაერთხელ დაუცდა ფეხი, „ნაცმოძრაობას“ და მის ანასხლეტებს. რამდენჯერაც ისინი შეეცადნენ, რომ აღნიშნული საერთაშორისო ინსტანცია გამოეყენებინათ, ტრადიციულად, იმდენჯერ ფიასკოთი დამთავრდა მათი ეს მცდელობა.
ერთი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სტატისტიკასთან მიმართებით, საქმეთა 80 პროცენტი, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლოს აქვს საქართველოსთან მიმართებით დარღვევა დადგენილი, სწორედაც უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც 2004-2012 წლებში „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ფლობდა ხელისუფლებას“, - აღნიშნა მან გადაცემის სტუდიაში დასმული კითხვის პასუხად.