თენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანზე: მე არ ვისურვებდი სტრასბურგში თეა წულუკიანთან პაექრობას
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
დავა ეხებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ 20-პირიან სიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს ადამიანები თეა წულუკიანის მამის, ბრძანებით დახვრიტეს.
თეა წულუკიანმა და მისმა ოჯახმა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივლა.
თეა წულუკიანმა და მისმა ოჯახმა ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში მოუგო.
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეზე იყო აგებული.
„სასამართლოზე თეა წულუკიანის წარმომადგენელმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა მცდარ ინფორმაციას.
თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ევროპულ სასამართლოში. მე არ ვისურვებდი სტრასბურგში მასთან პაექრობას.
ნანუკა ჟორჟოლიანს, ან მათ წარმომადგენლებს, თუ მიაჩნია, რომ შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია [ცდებიან]. ეჭვი მეპარება, რომ რამე პერსპექტივა ჰქონდეთ“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.