Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი: ზღვარს გადასული სიძულვილის ენა ბოლოს და ბოლოს მიდის ძალადობამდე, ამას უნდა მიხედვა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სიძულვილის ენა ძალადობას იწვევს.

„კანონმდებლობაში ცვლილება არ შესულა, ანუ გადაცდომა იქნება თუ დანაშაული, რეგულაციები იგივე რჩება, რაც ამ წუთას არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შიგნით მოხდეს რეორგანიზაცია რაღაც ნაწილში, რათა აღსრულება უფრო ეფექტიანი იყოს.

ამოცანა არის ერთი - ეს ზღვარს გადასული სიძულვილის ენა ბოლოს და ბოლოს მიდის ძალადობამდე. ამას მარტო საქართველოში არ ვხვდებით. ნახეთ, რომ ამ სიძულვილის ენიდან გამომდინარე რამდენიმე გახმაურებული მკვლელობაც კი მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც. ასე რომ, ამას იმთავითვე უნდა მიხედვა“, - აცხადებს შარმანაშვილი.